დაწყევლილნი

მათეუში უცნაურმა გრძნობამ გააღვიძა. ტვინის უკანა ნაწილში თითქოს სადღაც დაგვიანებას გრძნობდა, მაგრამ დედამისის მიერ ჩვეულებრივი ნაზი, დაბალი ტონით ნათქვამი „შვილო, ადექი, გაგვიანდება." არ ესმოდა. უცნაური იყო ეს ყველაფერი და ცოტათი ძილბურანსაც წააგავდა. ამიტომ თვალების გახელა არ იჩქარა, პირიქით გვერდი იბრუნა და ძილის შებრუნებას შეეცადა. წამები წუთებად იქცნენ, დილის მხნეობა სიცხადეს სიზმარში გადასხვას არ აცდიდა. მაშინ მათეუშმა კიდევ იცვალა გვერდი, უფრო კომფორტულად მოთავსდა საწოლში, საბანი უფრო თბილად დაიფარა, მაქსიმალურად მოდუნდა და მთელი ძალებით ძილის მოხმობაზე კონცენტრირდა. სამწუხაროდ ზედმეტად გამოძინებული იყო იმისთვის, რომ დილის უდარდელი სიზმრებით დამტკბარიყო.

ამ მოვლენით გუნებაწახდენილმა თვალები ნელა გაახილა და საწოლის თავთან საათი მოძებნა. მასზე მხოლოდ მეორედ დახედვის შემდეგ მიხვდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა. უცბად წამოხტა. ტანზე წყლის გადავლების დრო არ იყო. სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა. მხოლოდ ზღურბლზე გადაბიჯებისას მოაწრო ჩვეული „წავედი"-ს თქმა. სწრაფად მიირბინა სამსახურის კარამდე და კარის გაღების შემდეგთუ ამოისუნთქა. მათეუში თავის მეზობლად პატარა კაფეში მუშაობდა. დღეს უფროსები უნდა მოსულიყვნენ, რომ მასთან ერთად გარეთ აბრის განთავსება განეხილათ. გახსნიდან მესამე თვე იყო გასული, ჯერ სხვა თანამშრომელი არ აეყვანათ ამიტომ ყველა საქმე მას ებარა. დილის რუტინა უკვე შესრულებული ქონდა როდესაც საცხობიდან ტკბილეულის მომწოდებლის ლოდინში კართან ახლოს მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა. აქედან ქუჩა კარგად ჩანდა. დისტრიბუტორის დანახვისას მათეუში კარს აღებდა, რომ ტკბილეული რომ მარტივად შემოეტანათ, მაგრამ რატომღაც დღეს იგვინებდნენ. ამ გარემოებამ მათეუშს ფიქრის დრო მისცა. თან მისი მზერა ძველმა კიბეებმა მიიპყრო, სადაც თინეიჯერობაში მეგობრებთან ერთად ხშირად ატარებდა ზაფხულის გრილ საღამოებს. მოგონებებმა ისე გაიტაცეს თითქოს იმ დროში დაბრუნებულიყო. იგრძნო გრილი ნიავი სახეზე, ლამპიონის შუქით განათებული ქუჩები, საღამო ხანის სიწყნარე რომელსაც მხოლოდ მათი სიცილ-ხარხარი არღვევდა. ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც მუცელში შიმშილის გრძნობა გაუმძაფრდა. საათს დახედა, დრო არ შეცვლილიყო.

-ნუთუ გაფუჭდა?! - ჩაილაპარაკა თავისთვის. - ახლა შეუსრულდება ასი წელი ყველაფერს რა! - დააყოლა წყენით. - რა გავიგო ახლა როდის მიწევს შესვენება?

მის ხმაში ცხოვრების რუტინისგან დაღლილობა ყოველ მომდევნო ფიქრთან ერთად უფრო და უფრო მატულობდა. შემდეგ დაწყნარებული ნაბიჯით კარისკენ გაემართა. ამით ის ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავდა. თან მეფუნთუშეს გახედავდა და თან ვინმე გამვლელვს კითხავდა დროს. მიუხედავად იმისა რომ მათეუშს ძნელად ეტყობოდა ემოციები. ამ ფაქტის დანახვისას ყბა მაინც ჩამოუვარდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს კაფეში ორმოცი წუთი მაინც დაჰყო, მაგრამ გარეთ ჯერ ბოლომდე არც გათენებულიყო. ქუჩაში კაციშვილი არ ჩანდა, მანქანებიც კი არ დადიოდნენ. განცვიფებულმა ბარისტამ კაფედან გამოყოფილ თავს ტანიც გამოაყოლა და აქეთ-იქით ყურება დაიწყო. ზოგადად ისეთ დროს იღებოდნენ, როცა ქალაქი უკვე დიდი ხნის გაღვიძებული იყო. ახლა კი საოცარი სიჩუმე იდგა. ჩიტებიც კი არ ჭიკჭიკებდნენ. ასეთი რამ მხოლოდ პირველ იანვარს ენახა და ეგეც ყოველთვის არა. თითქოს ჰაერიც კი არ მოძრაობდა. ასე დგომა და ქალაქის გამოღვიძების ლოდინი მათეუშისთვის მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, ამიტომაც ისევ კაფეში შებრუნება არჩია. შიგნით შესული ტელეფონისკენ გაემართა. მტკიცედ მიეღო გადაწყვეტილება, რომ დაერეკა და ეკითხა თუ რატომ არ მოუტანეს დროულად ფუნთუშები. სულ მალე ხო კლიენტები უნდა მოსულიყვნენ.

- ნუ რაა, რატომ არ შეიძლება ყველაფერი გამართულად მუშაობდეს?! ხო შეიძლება ეს არაპუნქტუალური ხალხი მორჩეს ჩემ დასტრესვას?! - ბუზღუნით აკრიფა ნომერი და ზარს დაელოდა, მაგრამ ზარის ხმა არ იყო. ამას ყურადღება არ მიაქცია და კიდევ სცადა, მესამე ცდის შემდეგ კი დანებდა.

დღე აშკარად ცუდად იწყებოდა, ყველაფერს კი მაინც გაურკვევლობა ამწვავებდა. ამიტომაც მათეუშმა უმოქმედობა ამჯობინა. იფიქრა „ მე რაც შემეძლო გავაკეთე, ახლა დავჯდები და ყველაფერზე დრო გამცემს პასუხსო". დახლთან მდგარ ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდა და საყვარელი წიგნის კითხვა დაიწყო. ყველა და ყველაფერი დაავიწყდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც კაფეში უცნობი მოხუცი შემოვიდა.

შავ ხელჯოხზე დაყრდნობილს ტანზე სიბერე არ ეტყობოდა. წელში გამართულიყო და ფეხზეც მყარად იდგა. დარწმუნებით მოძრაობდა თითქოს ჯოხს ატარებდა და არა პირიქით. ელეგანტურად, მაგრამ ძველი სტილით ეცვა. ფეხზე წინა საუკუნის შესაფერისი მოდის შავი კარგად მოვლილი ტუფლები ეცვა. ამავე ფერის ნაჭრის კოსტუმს ატარებდა, თეთრი პერანგით. მათეუში როგორც გაყიდვების სფეროში ნამუშევარი ადამიანი, ადამიანის აღქმას ფეხსაცმელებიდან იწყებდა. ყველაზე ზუსტად ადამიანის შეფასება ზუსტად ასე შეიძლება. ამიტომ მიხვდა რომ მის წინ ჩვეულებრივი ადამიანი არ იდგა, თან დღეს პირველი კლიენტი იყო. ამ გარემოებების შეჯამების შემდეგ გადაწყვიტა უფრო მეტი სითბო და ყურადღება გამოეჩინა.

- დილამშვიდობის. - წამოდგომასთან ერთად მიესალმა სტუმარს და დახლის უკან გადაინაცვლა.

- ო დიდო უფალო! ო ქრისტე ღმერთო, დიდო ღვთისმშობელო! ღმერთო, ხატო და ღვთაებავ! მადლობა, მადლობა, რომ შეისმინეთ ჩემი ლოცვა, ვედრება და მონანიება! მადლობა რომ მიბოძეთ კამპანიონი! ჩემი ტანჯვის და ვაების გამქარწყლებელი! ო, დიდო სვეტიცხოველო, სმების ხატო!

- მოიცა, მოიცა, ბატონო რას შვებით? ხო კარგად ხართ? წყალი ხო არ გნებავთ? - უთხრა უცნობის ისტერიკთ შეწუხებულმა მათეუშმა.

ამის გაგონებაზე კაცი თითქოს ძილიდან უცბად გამოფხიზლდაო. თვლაებში სიწყნარე და დახვეწილობა ჩაუდგა, მოძრაობებში სიმტკიცე და დახვეწილობა დაეტყო. წამოდგა, ტანსაცმელი გაიბერტყა და მათეუშის შეთვალიერება დაიწყო. მისთვის მათეუშს უცნაურად ეცვა, მაგრამ ნამდვილად ლოგიკურად, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ატრიბუტი აკლდა.

- გამარჯვებულ იყავ ძვირფასო ადამიანო. - დაიწყო რუსულად საუბარი უცნობმა. - მე კონსტანტინე გახლავართ. თქვენ ვინ ბრძანდებით?

- მე მათეუში ვარ, მაგრამ ყველა მათეს მეძახის. რა მოგართვათ? - დამტვრეული რუსულითვე უპასუხა ბარისტამ თან ეჭვისთვალით უყურებდა, რადგან ეს კაცი უცხოელს ნამდვილად არ გავდა.

- ნუთურე ვერ ხვდებით? არ შეგიმჩნევიათ? შეგიძლიათ მითხრად დრო და რიცხვი?

- სამწუხაროდ საათი გამიფუჭდა და დღეს ოცდაცხრაა.

- გაგიფუჭდათ? გარეთ დიდი ხნის წინ იყავით?

- უკაცრავად, მაგრამ თუ არ შეუკვეთავთ ნუ შემაწუხებთ. დღე ისედაც ცუდად დაიწყო

- კეთილი, კაცრავად უხეში და ზედმეტად პირდაპირი ვიყავი. თუ შეიძლება ყავა მომიმზადეთ ორი კუბიკი შაქრი, თქვენთვისაც მოიმზადეთ რაც გესიამოვნებათ. ყველაფერი რომ გამზადდება მაგიდასთან შემომიერთდით.

- დიდი მადლობა მაგრამ პროტოკოლით აკრძალული გვაქვს სტუმრებთან ერთდ კოპანიის პროდუქტის მოხმარება. როგორი ყავა გნებავთ? გვაქვს ესპრესო, კაპუჩინო, მაკიატო და ცივი ყავა.

უცნობდა უცნაურად შეხედა და კატუჩიმო მოითხოვა, რის შემდეგაც დახლთან ახლოს მაგიდასთან დაჯდა. მათეუშმა უსიტყვოდ დაუდო ჭიქა მაგიდაზე და დახლის უკნიდან გააგრძელა დაკვირვება.

- ახალგაზრდავ დღეს იყავით გარეთ? როგორი კარგი ამინდია არა?! ასეთი სიწყნარე, ასეთი სიჩუმე თითქოს წამს უსასრულობად გადააქცევს ხოლმე არა?

- დილის მერე არ გავსულვარ. - მშრალად უპასუხა ბარისტამ. - უკაცრავად ეს რა რაიმე ღადაობაა? მატელევიზორებთ? ვინ ხართ და რა გინდათ?

- უკაცრავად გაურკვევლობისთვის. დიდი ხანია ადამიანთან არ მისაუბრია და ფრიად მოუხერხებლად ვიხსენებ. ეჰ არადა ადრე სასლაათში ბადალი არ მყავდა, მაგრამ უსასრულობას გაატარებ მარტო და მხოლოდ მონოლოგის წარმოების შესაძლებლობა გრჩება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენთვის დრო უკვე აღარ მიედინება. ის ასე ვთქვათ გაჩერდა.

ამ წინადადების შემდეგ მათეუში მიხვდა ვისთანაც ქონდა საქმე. ასეთი და სხვა მსგავის იდეოლოგიის ადამიანები ათასში ერთხელ ხვდებოდნენ ხოლმე მის კაფეში. ცხოვრებაში მათ ყველა თავს არიდებდა, აბა გიჟთან ვინ გააბავდა საუბარს, ამიტომაც ისინი თანამოსაუბრეს მხოლოდ მათში პოულობდნენ ვისაც ამას სამსახური ავალებდა.

- მოდი ძმაო მაგ ზღაპრებს თავი გაანებე და აახვიე აქედან თორემ დაგაგორე კიბეებზე. - ამოასხა მათეუშს.

- კეთილი ბატონო ოღონდ ნუ გაცხარდებით. კარგად ბრძანდებოდეთ

გაცეცხლებულმა მათეუშმა თვალი დახლის გვერდიდად გააყოლა და გულში რამოდენიმე ფრთიანი ფრაზაც მიაძახა.

დღე ნელა გადიოდა, მზე ღრუბლებს ეფარებოდა, ჩიტები არ მღეროდნენ, მოწყენილობა სუფევდა გარშემო. ერთადერთი კლიენტის შემდეგ მათეუშს უსამოვნო გრძნობა დარჩენოდა გონებაში. ხალხი ქუჩაში მაინც არ ჩანდა. ამიტომ გადაწყვიტა შესვენებაზე ცოტა ადრე გასულიყო. უცნობისგან არეული ტვინის დასვენებას სახლის სითბოში აპირებდა.

ცარიელი ქუჩა სასწრაფოდ გაიარა, კართან მისულს როგორც ყოველთვის სახლისა და კაფის გასაღები აერია და ჩვეულმა ფიქრმაც ისევ გაურბინა თავში „მეორე სახლია სამსახური, აბა რაა.". ეს იმ ფიქრთაგანი იყო რომელსაც მათეუში უფრო გრძნობით აღიქვავდა და არა გონებით.

მიუხედავად იმისა რომ სწრაფი სიარული სჩვეოდა სახლში ნელი ნაბიჯებით მოძრაობდა. მისაღებიდან სასტუმრო ოთახში შეიხედა მამამისს დივანზე ჩაეთვლიმა. ჰოლის ბოლოს სამზარეულოში გაზქურაზე ჩაიდანი იდგა, მის გვერდით კი ქვაბი, მაგრამ დედამისი არსად ჩანდა. მათეუშმა კიბე აირბინა და ხელების დასაბანად შევიდა საპირფარეშოში. შემდეგ თავისი ოღახისკენ გასწია. იქ შესვლამდე აქსესუარები მოიხსნა ხელებიდან, შესვლისთანავე მაგიდაზე დააწყო და სამზრეულოსკენ გასწია. კომოდიდან ჯამი გაგმოიღო და საკვები ამოიღო ქვაბიდან. შემდეგ ყავის მომზადების დროს ისევ აღქმადმა აზრმა გაურბინა თავში, „სასაცილოა კაფეში მომუშავე ადამიანს ერთჯერადი ყავის სმა რომ არ მობეზრდა.". უცბად უნდა ეჭამა და სამსახურში დაბრუნებულიყო. ნეტა დედამისი სად წასულიყო?! მაგრამ ის ფაქტი რომ სახლში არ იყო ცოტა ანუგეშებდა. საკვები გრილი იყო, მათეუშმა ეს მხოლოდ მაშინ შეამჩნია როცა ნახევარი უკვე შეჭამა, ახლა უკან დახევას აზრი აღარ ქონდა. ბოლოს გამოყენებული ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო და კიბეს დამძიმებული ნაბიჯით აუყვა. საკვების მიღების შემდეგ ფიქრებში გარტული შევიდა თავის ოთახში და სამსახურში დასაბრუნებლად გაემზადა.

გასვლამდე კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა და რა დამთვევა იყო, ზუსტად იმ დროს აჩვენებდა რასაც მაჯის საათი. აქ მათეუში უკვე დაეჭვდა. ყველაფერი უცნაურად ემთხვეოდა ერთმანეთს, დილის მერე არ შეცვლილი ამინდიც და ერთდროულად გაჩერებული ორი საათიც. რაღაც უცნაურობა ხდებოდა და ვერ გაეგო რა. გარეთ გამოვიდა და სამსახურის მაგივრად ქალაქის ცენტრისკენ გასწია. ნელა მიდიოდა და გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა. ქუჩები ისევ ცარიელი იყო. ცხოველებიც კი არ ჩანდნენ არადა ეს უბანი განთქმული ყო თავისი მაწანწალა ძაღლებით. ფანჯრებში შეხედვა ურიდებოდა ვინ რა იცის იქ რა იქნებოდა და ასე უხეშად სხვის ყოველდღიურობაში შეჭრა არ სურდა. საბოლოოდ მიუახლოვდა ცენტრს და პირველი ავრტომობილიც შენიშნა. შუქნიშანზე გაჩერებულიყო და მწვანე შუქის ანთებას ელოდებოდა. მათეუში ნელა მიუახლოვდა, როგორც ჩანს წითელი ახალი ანთებული იყო. მოტორის ხმა არ ისმოდა, ალბათ ეს ახალი ტიპის ელექტრო მანქანა იყო. მძღოლს ხელები საჭეზე ისე დაეწყო მზად იყო ნებისმიერ წამს წასულიყო. აქ ყველაფერი ნორმაში იყო. მათეუშმა მშვიდად დაუარა მანქანას და ზებრასთან დადგა. მწვანე არადა არ ინთებოდა. მანაც გაიხედა, გამოიხედა და როცა დარწმუნდა რომ არაფერი მოდიოდა მხოლოდ მაშინ გადაკვეთა გზა. ასე ხშირად იქცეოდა თან უკვირდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთხელ დაუჯარიმებია პოლიციას.

აი ცენტრში გასულს კი ჩვეული ფიქრები ერთიანად დაუფრთხა.

- ეს რა, ფლეშმობს აწყობენ? - ჩაილაპარაკა როდესაც ოცამდე გაშეშებული ადამიანი დაინახა, სხვადასხვა კოსტუმებში. ზოგს დასუფთავების თანამშრომელს გავდა, ზოგი ბიზნესმენს, ზოგს ცოტა უცნაურად ეცვა რაც ვერ გაერჩია რა იყო. - იქნებ ეგ კი არა ფილმია? - ნელა მიუახლოვდა ადამიანებს და სათითაოდ შემოუარა, ზოგს ხელითაც კი შეეხო, როცა არც ერთისგან რეაქცია არ მიიღო შეეშვა. იქვე მაღაზიაში შევიდა. უნდოდა მცირედი წყურვილი რაიმე ცივით ჩაეხშო და იქნებ რაიმე მცირე საუბარიც წამოეწყო გამყიდველთან, საბოლოოდ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს. შესვლისთანავე სალაროს გადახედა, საშინლად სძულდა რიგებში დგომა, ამიტომაც ყოველთვის პირველად მაგას გადაავლებდა ხოლმე თვალს. რიგში ერთი ადამიანი იდგა, რაც ნორმალური იყო. უცბად გაიარა სურსათით დატენილი თაროები და მაცივრიდან ცივი ჩაი აიღო. გაზიანებს ერიდებოდა, წონას მმატებსო. ისეთივე სწრაფი ნაბიჯით დაბრუნდა უკან და რიგში თავისი ადგილი დაიკავა. მის წინ ახალგაზრდა ქალი მოლარეს დაჰყურებდა, „ოპ, რა კარგია უკვე იხდის." გაიფიქრა და ცივი ჩაი დახლზე დადო.

- კაიიიიი,ნუთუ თქვენც! - გუნებაგატეხილმა ჩაილაპარაკა, როცა შეამჩნია, რომ ესენიც გაშეშებულიყვნენ. შემდეგ კი ეშმაკურად ჩაიღიმა. - რახანც ასეა ეს საქმე, მაშინ ალბათ არავინაა წინააღმდეგი, რომ ეს ჩაი უფასოდ წავიყო, არა? - გარშემო მდუმარება სუფევდა. - კაი?! სულ არავინ? მაშინ გადაწყდა, მიმაქვს. - დასტაცა ხელი ჩაის ბოთლს და კარისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. მისდა გასაკვირად არავის უცდია რომ შეეჩერებინა. გაკვირვებული სახით გმაოვიდა მაღაზიიდან, ცივი სასმელი უფრო ცივ ხელში ეჭირა. - მუქთა იყოს, კუბო იყოსო. - ჩაიფხუკუნა და გზა გააგრძელა. უკან დაბრუნებული იმაზე ფიქრობდა კაფეში უფროსი რომ დახვედროდა რას ეტყოდა ასე რომ გაუტია შესვენებაზე ყოფნას. თან იმასაც ფიქრობდა რა უცნაურობაც ცენტში გადახდა. ყველაფერი ისეთი იყო თითქოს ერთ ღამეში რეალობა გამოცვლილიყო. თითქო მისი დროის ათვლასთან ერთად სხვა დროის ათვლა დაიწყო, მაგრამ მათემატიკური პოგრესიით მზარდი სიჩქარით.

კაფესთან უფროსის მაგივრად სხვა ადამიანი ელოდა და არც ნაკლებად უსიამოვნო.

- კიდევ ერთხელ გამარჯობათ ახლგაზრავ. როგორ გაისეირნეთ? რაიმე უჩვეულო ხომ არ შეგინიშნავთ?- ჰკითხა მოხუცმა.

- თუ ძმა ხარ რა ხდება მითხარი პირდაპირ შემი თავი ნაღდად არ მაქვს! თქვენ რა მაშაყირებთ? ტრუმენის შოუა თუ დანის პირზე მორბენალი?- აგრესიულად უპასუხა მათეუშმა.

- კეთილი ჭაბუკო რახანც ასეა, არ დაგიმალავ. ჩვენ ანგელოზმა დაგვწყევლა. დაწყევლილნი ვართ ჩვენდამი ჩადენილი ცოდვების გამო. განწირული ვართ...

- შენ ბიჭო ხო სრულ ჭკუაზე ხარ? რა ანგელოზები და წყევლები? პირდაპირ მითხარი თორემ აგიხაჭოვებ მაგ სახეს. - შეუყვირა თანამოსაუბრემ. უკვე ეტყობოდა თავს რომ ვეღარ იკავებდა.

- ნამდვილად ასეა. სიმართლეს რომ არ ვუბნობდე ისემ წარწყმდეს ჩემი სული. განა თქვენი თვალით არ ნახეთ გაჩერებული ადამიანები? ნუთუ გგონიათ რომ ყურადღებას განგებ არ გაქცევდნენ? ნუ ისე კი უნდა მიეჩვიოთ ამ დამოკიდებულებას, ისეთი მდგომარეობა გვაქვს.

- კაი რას ამბობ, რომ ანგელოზმა დამწყევლა? რატო? ნაყინს რომ ზამთარში ვჭამდი თუ იმიტომ რომ ზილისწინ კბილებს რომ არ ვიხეხავდი?

- ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გაქტი ასეთია, რომ ჩვენ დროში გავიყინეთ. ნუ თქვენი არ ვიცი მაგრამ მე დღეს ვტოვებ ამ ქალაქს.

- შემოგვირბინეთ და მიდიხართ? შორს გაგიწევიათ?

- თქვენი ირონია უადგილოა განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამ წამს გაერკვიეთ სიტუაციაში. მე უბრალოდ არ მსურს თავისუფალი დრო ტყუილად დავკარგო თან მაინტერესებს რამდენია ჩვემი და თქვენნაირი. კარგად ბრძანდებოდეთ.

ამ სიტყვების შემდეგ მოხუცმა ქუდი მოიხადა თავი დაუკრა და ქუჩას გაუყვა. ასე დარჩა პირდაღებული მათეუში ქუჩაში მარტო. რა უნდა ეკეთებინა ახლა? დაეჯერებინა თუ არა? სახლში წასულიყო თუ კაფეში? დაბნეულობა პიკს აღწევდა და ზუსტად ამ დროს მოვიდა გასხივოსნებაც. ეს ხო სიზმარია. ხოოო, ეს ყველაფერი სიზმარი იყო და მას უნდა დაეღწია აქედან თავი. სწრაფად აირბინა თავისი ოთახისკენ მიმავალი კიბეები და ლოგინში ისე ისკუპა, თითქოს წყლით სავსე აუზში ხტებოდა, უცბადვე მოკალათდა და ძილს მიეცა.

მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი რეალობაზე რეალური იყო და ეს მაშინვე იგრძნო როცა გამოიღვიძა. უღიმღამოდ ადგა და სამზარეულოში ჩავიდა. შიოდა, მაგრამ საკვების გათბობა ვერაფრისდიდებით მოახერხა, ამიტომაც ისევ ისეთი ტემპერატურის საჭმლით დაკმაყოფილდა, როგორც წინა დღით. ერთმანეთი მოწინააღმდეგე გრძნობები ირეოდა მასში. თან სიამოვნებდა ნაკლები მოვალეობები თანაც სიტუაციის პერმანენტულობა ტანჯავდა. ამ ფიქრებში დღეები ერთმანეთს გავდა. დროდადრო ხალხის ჩაცმულობა იცვლებოდა. თვითონ კი ერთ სტილზე იცვავდა. შემდეგ ხალხის ცვლილებები დაიწყო. მის მეგობრებს ვეღარ ხვდებოდა ხოლმე, ბოლოს მისი მშობლებიც კი ჩაანაცვლეს უცხოებმა. ამას ავეჯის და გარემოს ცვლილება მოყვა, არამცთუ მისი სახლი არამედ მისი ქალაქი მის ქალაქს აღარ გავდა. წარსულის აჩრდილებში თუ ჰპოვებდა თავშესაფარს, რომლებიც მის მოგონებებში განისვენებდნენ. ყველაფერი იცვლებოდა მისი სიტუაცია კი ისევ ისეთი იყო. საბოლოოდ მიხვდა რომ მას აქ აღარაფერი იჭედა, მაგრამ სიცოცხლის თესლი იმ ქვეყნად არ უშვებდა. დღე არ გავიდოდა ამაზე, რომ არ ეფიქრა, უფრო მეტიც ეს რომ არ ენატრა კიდეც. სიკვდილს კი თითქოს დავიწყებოდა. ყოველ დღე სხეული უფრო და უფრო ეჭიმებოდა, ტკიოდა და დასვენებას სთხოვდა. „ნეტა შვება როდის მოვა?!" ამ აღქმითი ფიქრით იძინებდა და იღვიძებდა, საკვების ყველა ლუკმას და სასმლის ყველა ყლუპს ამ ფიქრს აყოლებდა. ტკბილი ცხოვრება ერთიანად გამწარებოდა არა თავისი სისულელით ან ცხოვრების სიმძიმით არამედ უკვე აზრმოკლებული არსებობით. აღარაფერი აღარ აკავებდა ამ ქვეყნად და სიმართლეც, რომ ვთქვათ თვითონაც არ უნდოდა ამ გაუგებრობაში დარჩენა, მაგრამ აქ ყოფნა მისი ხვედრი იყო. მისი ხვედრი იყო აქ ყოფნა იქამდე სადამდეც საჭირო იყო. არც წამით მეტი და არც წამით ნაკლები.

Bạn đang đọc truyện trên: AzTruyen.Top