გოგა ძია
ჩვენ უბანს რაც თავი მახსოვს ყოველთვის ერთი ძველი მაღაზია ქონდა. ჩემი კორპუსის კუთხეში გახსნილიყო გოგა ძიას მაღაზია. ისე „იალბუზი" ერქვა, მაგრამ ყველა გოგა ძიას მაღაზიას ეზახდა. პირველი სართულის სამოთახიანი ბინის ორი ოთახი მარკეტისთვის გამოეყო თითონ კი ერთ ოთახში ცხოვრობდა, ლოჯი კი სასტუმრო ოთახად გადაეკეთებინა.
თითონ გოგა საშუალო სიმაღლის პუტკუნა კაცი იყო. თმა უკვე შეთხელებოდა, მაგრამ მაინც ამაყად იზრდიდა. არ ვიცი რატომ ან რის გამო ალბათ სჯეროდა, რომ თმის გადაპარსვით თავის სიმელოტის აღიარებას დაიწყებდა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ წვერს ატარებდა, ნიკაპთან და ყურებთან თმა გათეთრებოდა. ხშირად ერთიდაიგივე ტანსაცმელი ეცვა რამოდენიმე დღე და ზოგჯერ დაუუთოვებელიც.
გოგა ძია ამ უბანში პატარაობიდან ცხოვრობდ. ყველას იცნობდა და ყველა იცნობდა. რამოდენიმე თაობა აღეზარდა უკვე თავის ხელში. გოგა ყველას უყვარდა, შეიძლება ითქვას კამპანიის სული და გული იყო. ხშირად ყოფილა რომ მაღაზია ადრე დაუკეტავს აუღია სასუსნავები და პატარა წვეულება მოუწყვია მეზობლებისთის იქვე სალარო აპარატთან. ზოგჯერ სასმელი სტუმრებს უყიდიათ და იქვე დაუგემოვნებიათ. ყველასგან პატივცემული იყო და ისიც ყველას პატივს ცემდა. მეც მათ შორის ვიყავი.
მაგრამ ერთხელ უცნაურ სიტუაციას შევესწარი. საღამო იყო წასახემსებლის შესაძენად შევედი გოგა ძიასთან. მაღაზიაში მხოლოდ მე და გამყიდველი ვიყავით. სალაროსთან როგორც ყოველთვის პატარა სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ მხოლოდ ერთი ჭიქა იდო.
ჩემი ნივთები რომ დავდე მივესალმე და მოვიკითხე. ამ ყველაფერზე დაბურული მზერით შემომხედა მითხრა:
- რა ცუდია რომ არსებობენ ნორმალური ადამიანები. ისინი ამით არანორმალურ ადამიანებს თავს არანორმალურად აგრძნობინებენ.
- ნორმალურები?! ჩვენ ქვეტანაში?! არამგონია. - ავუბი მხარი. მეგონა ხუმრობდა.
- ვიცი, ვიცი. უბრლოდ ბოლო ორი დღე რაც ხალხს ვუყურებ სულ ამაზე მეფიქრება. კაცები ჩვენ დარდზე არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ გეცოდინება, რომ უკვე დიდი ხანია ჩემ შვილთან აღარ ვლაპრაკობ. თურმე ბაბუა გავმხდარვარ ამ დროის განმავლობაში. ოჯახი შეუქმნია მაგ მაიმუნს. - ხმა აუკანკალდა მოხუცს. - ცოლი შეურთავს და ქალ-ვაჟი ჰყოლია.
გუშინ დამირეკა დეიდამისმა და ეს ამბავი მითხარა იმასთან ერთად, რომ თურმე სამსახურში უბედური შემთხვევა მოსვლია და სავადმყოფოში იყო. ექიმებს უთქვამთ რომ ვისაც სურვილი ექნებოდა შეუშვებდნენ დასამშვიდობებლად. დიდ იმედებს ვერ იძლეოდნენ. იცი თურმე ინჟინრად მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში. აი სანაპიროზე რომ კორპუსები შენდება ერთ-ერთის დამპროექტებელი იყო. ახლა მის ოჯახს ბინას აძლევენ მაგ კორპუსში. კარგი ადამიანი გაზრდილა. ნუ ყოველ შემთხვევაში სასაფლაოზე ასე მითხრეს. - ეს თქვა და დასჯილი ბავშვივით ჩახარა თავი რამოდენიმე წამით, შემდეგ კი თვალი გამისწორა და გამყიდველისთვის ჩვეული კითხვა დამისვა. - სულ ეს იქნება?
Bạn đang đọc truyện trên: AzTruyen.Top