გლაშა გენადიშვილი ბოჩაროვისა

გრძელი დღის პროცესიის შემდეგ, გლაშა მარტო დარჩა ოთახში თავის ქმართან ერთად. მთელი დღე მოდიოდნენ ჭირისუფლებისთვის რომ მიესამძიმრებინათ. არავის თავი ქონდა გლაშას, სახეზეც არ უყურებდა, თავი ჩაერგო ხელებში და ჩუმად ტიროდა. გული ნაღველით ევსებოდა, როდესაც ყოველი ახლად შემოსული ქალის წივილი გამოაფხიზლებდა. ყოველი ახალი ადამიანის ასეთი შესვლა თავის რელობაში აბრუნებდა. მისი ქმრის სიკვდილზე მეტად ის ტანჯავდა, რომ სულ რამოდენიმე დღეში მის სხეულს ვეღარასდროს ნახავდა და მხოლოდ მოგონებად დარჩებოდა. ჯერ მისი გონების გაქრობას გლოვობდა, შემდეგ მისი ხმის, შემდეგ იუმორის გრძნობის, სითბოს გაცემის უნარის, მისი რბილი ტუჩების შეგრძნების შესაძლებლობის დაკარგვას გლოვობდა. ოთახში მყოფების ყოველი ამოკვნესება ახსენებდა ამას და ტკივილს უათმაგებდა. ო, როგორ უნდოდა მივარდნოდა კუბოში მწოლიარე სხეულს და გულში ჩაეკრა, მთელი ძალით ჩახუტებოდა, ბოლოჯერ შეეგრძნო მისი სურნელება, კარგად დატვირთულიყო მისი ფიზიკური არსით, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი გაჰყოლოდა. მაგრამ რცხვენოდა ამდენი ხალხის წინ ასეთი რაღაც გაეკეთებინა. ასეთ რაღაცეებს ისინი მხოლოდ სახლში მარტო რომ იყვნენ მაშინ აკეთებდნენ. ხალხში კი, როგორც უცხოები ისე ინარჩუნებდნენ დისტანციას. გივი სულ ეუბნებოდა „ჩვენი სიყვარულით სხვას თავი უხერხულად არ უნდა ვაგრძნობინოთო.", გლაშაც ასევე გიქრობდა, თან ასეთი თავშეკავების შემდეგ ჩახუტება უფრო თბილი ეჩვენებოდა. ასეთი მოგონებები სულ თვალწინ ედგა. შეიძლება რეალობიდან წავიდა, მაგრამ გონებიდან არ წასულა გივი. გონებაში მყარად გაედგა ფესვები და ამისთვის გლაშა ძალიან მადლიერი იყო. მალე ხო წაართმევდნენ, ბოლო გზაზე გააცილებდნენ და მერე თავიანთ სახლებში დაბრუნდებოდნენ, თავიანთივე ცოცხალ ოჯახის წევრებთან. გლაშამ კიდევ რა უნდა ქნას? სასაფლაოზე დაიდოს ბინა? მას ხომ გივისთან უნდა კიდევ ყოფნა.

ხალხი ულევად მოდიოდა. ქალები ოთახში რჩებოდნენ და ჩუმად სლუკუნებდნენ. შიგდაშიგ ვიღაცეები გარდაცვალების მიზეზს კითხულობდნენ. ერთი-ორმა დარდს ვერ გაუძლო, ცხედრის დანახვისთანავე კუბოსთან ჩაიკეცა და ბავშვური ღრიალი მორთო. მიუხედავად იმისა, რომ ოთახის ყველა კედლის გასწვრივ სკამები იყო ჩამწკრივებული, დასაჯდომი ადგილი მაინც ჭირდა. ჭირისუფლები თავთან ესხდნენ გარდაცვლილს. ცენტრში გლაშა იჯდა, მის მარცხნივ დედამისი, მარჯვნივ კი გივის დედა. მათ უკან ფანჯრის რაფაზე ორი გრაფინი იდგა. პირველ დღეს დატირების დროს რამოდენიმეჯერ წაუვიდა ქვრივს გული და ამის გამო მოემარაგებინათ. მათ შემდეგ გივის და და სხვა ნათესავები ისხდნენ. სამწუხაროდ გლაშას დედმამიშვილები არ ყავდა. ამიტომ იყო დედამისს მისი გათხოვება ასე ძალიან, რომ გაუხარდა. გაგებისთანავე უთხრა „როგორ მიხარია ჩემ სიცოცხლეში რომ დაგაბინავეო.". ქორწილიც ლამაზი იყო. კაეთში ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში გამართეს ცერემონია და შემდეგ იქვე ქონდათ სუფრაც, ევროპულ სტილში. ამ დღეს ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდა ცოლ-ქმარი. ეს მათი დღე იყო, ყველას ყურადღების ცენტრში იყვნენ. რამოდენიმე თვის წინ ქორწინების იუბილე აღნიშნეს. გივიმ გლასა ქალაქგარეთ წაიყვანა. სიურპრიზი მოუწყო. ლამაზ მდელოზე, წყაროსთან ახლოს, პატარა პლედი გაეშალა და ზედ თავისი ხელით გაკეთებული საჭმელები დაეწყო. საღამო ხანი იყო. ჩამალი მზის შუქი ათბობდა გარემოს, ხოლო ხედი თვალს ახარებდა.

ქორწილიდან ცხრა თვის შემდეგ შვილიც შეეძინათ. ბიჭუნას მიხეილი დაარქვეს. ისიც თავისებურად განიცდიდა მამის გარდაცვალებას. მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე ვერ გაეგო სიკვდილის მნიშვნელობა, მისით გამოწვეულ შედეგებს სრულიად სწორად აღიქვავდა. მისი არსებობა სიცოცხლის სიხარულით იმდენად იყო სავსე, რომ სიტუაციას ტრაგიკულობის აღქმას უკარგავდა. ახლობლებიც იმდენად არ აგრძნობინებდნენ ყველაფერს, თბილად მოიკითხავდნენ ოლმე, მასაც უხაროდა დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან საუბარი. მისი გონება იმდენად მიჩვეული იყო მამამისის მუდმივ არსებობას მის ცხოვრებაში, რომ რეალობის აღქმის შეგრძნებს უკარგავდა. თითქოს მიშოსთვის სტუმრიანობა ცალკე რეალობა იყო და დატირება ცალკე მეორეხარისხოვანი. ერთადერთი რაც არ სიამოვნებდა იყო ის, რომ როცა დედამისს ეხუტებოდა ჩვეულ სითბოს ვეღარ გრძნობდა. თითქოს მთელი თავისი სითბო და სიყვარული, დედას, მამასთვის ქონდა კუბოში ჩაყოლებული.

ამ დღეებში ხალხი ეზოში ორ-სამ კაციან ჯგუფებად იდგა. ძირითადად კაცები იყვნენ, რომლებიც თავიანთ ქალებს ელოდებოდნენ და თან ერთმანეთში საუბრობდნენ. გარდაცვალების მიზეზის განხილვის შემდეგ შემთხვევით სარგებლობდნენ და ერთმანეთის ცხოვრებაში მომხდარ ახალ ამბებსაც იგებდნენ. თუ შეთხვევით რომელიმე ნათესავი ჩაუვლიდა გვერდით ეკითხებოდნენ რამე ხო არ ჭირდებოდათ. ღამე ახლობლები რჩებოდნენ გლაშასთან. სახლს ალაგებდნენ, საჭმელს აკეთებდნენ და გლაშას ეხმარებოდნენ.

დღეებზე უარესი ღამეების გატარება აღმოჩნდა. დეიდებმა ძალით გაიყვანეს გლაშა დასაძინებლად. საძინებელში შესვლა არც უფიქრია იქვე მისაღებში დივანზე დაწვა და ძალგამოცლილს ეგრევე მიეძინა.

სამზარეულოში გამოსულმა დეიდებმა ყავა მოიდუღეს. ათი საათი სრულდებოდა. სახლში სამარისებური სიჩუმე იყო.

- რა მოულოდნელად დაატყდა საწყალ გოგოს ეს საშინელება. - დანანებით თქვა მაიამ.

- საწყალი გოგო, როგორ უნდა იცხოვროს გივის გარეშე ვერ წარმომიდგენია. - მსგავსივე დანანებით უპასუხა ზოიამ. - კიდევ კარგი მიშკა ვერ გრძნობს ყველაფერს ჯერ.

- არ თქვა გოგო, რა ესველება მაგ ბიჭს უმამოდ ვინ იცის. ჩვენ ქვეყანაში მამიანები მარტივად ფუჭდებიან და უმამოდ საერთოდ დაიკარგება. გლაშას თუ არ მივეხმარეთ ცოდვაა ორივე. მენანებიან, ოხ როგორ უდროოდ გვატკინა გყველას გული რაა... - ბოლოს ტირილი ძლივს შეიკავა. მისმა ტირილმა კი თანამოსაუბრეც აიყოლა.

ასე ჩაიარა მეორე დღემაც, მესამე ღამეს კი გლაშამ დაძინება არ ისურვა. ნათესავებმაც არ დააძალეს, დღისით ხომ მისი ქმარი საბოლოო გზაზე უნდა გაეცილებინათ.

და აი ახლა, როცა ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო, ორი დღე ისე გაეტარებინა თითქოს კოშმარში ოყო, გლაშა ოთახში თავის ქმართან მარტო დარჩენილიყო. გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილზე და ერთ წერტილს მისჩერებოდა. თითქოს ამ რეალობიდან გასულიყო და სხვა სიცხადეს უმზერდა. იქ, იმ დროსა და ადგილას, მისი სიყვარული ცოცხალი იყო. იქ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თითქოს ამის ჭვრეტით მისი ტკივილი ბლაგვდებოდა, მისი დარდი ქარწყლდებოდა, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ყველაფერ ნეგატიურს უნდა დაეტოვებინა, გლაშას თავისის რეალობა ახსენებდა თავს. თითქოს ის ხილვები, ქვეცნობიერად, უყვიროდნენ თავიანთ მოჩვენებითობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურდა ამის აღიარება. მისი თავი არაა?! მისი გონება არაა?! მაშ რატომ არ ძალუძს გადავიდეს იმ ფანტაზიაში, სადაც გივი ცოცხალი ყავს?! სადაც ბედნიერებაა და მოსწყდეს ამ დადამღულ ქვეყანას.

ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც გამოფხიზლდა. მზის პირველი სხივები იჭრებოდა ფანჯრიდან. გლაშა ადგა, შუქი ჩააქრო და კართან მდგარმა კუბოს გახედა. გივი ჩუმად იწვა. თვალები დაეხუჭა ა ხელები გულზე დაეწყო. ისე წყნარად იწვა, თითქოს შაუდღის უდარდელი ძილით ეძინა. ისეთივე იყო, როგორიც გლაშამ იმ საშინელ დილას იპოვა. ეს ფიქრი სულ თან სდევდა, მაგრამ უფრო მეტად იმაზე ფიქრობდა რომ მალე ბოლო გზაზე უნდა გაეცილებინა. შესაზლო იყო ბოლო შანსი ჰქონოდა შეეგრძნო მისი სახე, მისი ხელები, მისი არსებობის ბოლო დამადასტურებელი ნაშთი. ამ ფიქრმა იმდენად სწრაფად მოიცვა მისი გონება, რომ რაციონალურ აზრს ადგილი არ დაუტოვა და გლაშაც მოწყვეტით დაეშვა კუბოში ჩასვენებული ცხედრის მკერდისკენ. თავი, გულზე დაადო და ხელები მჭირდოდ შემოხვია. ყური გულთან ედო, მაგრამ მის საყვარელ ბგერას ვერ ისმენდა. ხელები ნელა შეუშვა და მონატრებული თითები სახისკენ გააცურა. გარდაცვლილის კანი ფურცელივით გამომშრალი იყო, კუნთები გამაგრებოდა და ჩვეულ სითბოსაც არ გამოყოფდა. უსიამოვნოდ აიღო თავი გლაშამ და მიცვალებულს დააცქერდა. მან კი იცოდა, რომ განსვენებული მისი ქმარი იწვა, მაგრამ ეს ცდედარი ნამდვილად არ გავდა მას. ანუ ის იყო, მაგრამ სახის გამომეტყველება შესცვლოდა, ხელებიც ტანთან შედარებით უფრო დიდი ჰქონდა. კი, კი... ის იწვა კუბოში, მაგრამ ის იყო რო?! ყველა დასცქეროდა ამ დღეების განმავლობაში და ნუთუ ვერავინ შეამჩნია? იქნებ შამჩნიეს კიდევაც, მაგრამ თქმა მოერიდათ? ნამდვილადაც ვის რაში ადარდება ის ფაქტი, რომ მიცვალებული ისე არ გამოიყურებოდა, როგორც სიცოცხლეში? ან იქნებ და ასე იყო საჭირო და ყველა იცოდა, რომ გივი არ იწვა იქ? ხო, მაგრამ რატომ? რაში სჭირდებოდათ ეს? თან, თუ ეს გივი არ არის, ვინ შეიძლება იყოს? ასე ხო არ ხდება?! რატომ მოაწყობდნენ თოჯინის დაკრძალვას?! ვის დასჭირდა მისი ქმრის ასე მოტაცება? მართლაც რომ ვის? ვის? საიდუმლო სამსახურებს? დაფარულ ძალებს? ვითომ მისმა ქმარმა, ისეთი რამ გიაგო, რაც საჭირო არ იყო, რომ სცოდნოდა? მოიტაცეს მისი ქმარი. ძილის დროს გვერდით მწოლიარე შეუცვალეს, სხვები კი მოისყიდეს, ან იქნება დააშინეს. მართლაც რომ ვის უნდა თვითონაც ასე რომ შეცვალონ?! მაგრამ რად უნდოდათ? რატომ გაუკეთეს ასეთი რამ გლაშას? დასცინეს? არაა! აინტერესებთ რას იზავს, აინტერესებთ რა იცის. თუ მიხვდნენ მასაც იგივე ბედი ელის. ეს აზრთა ჯაჭვი წამიერად ჩამოუყალიბდა გონებაში. ამის გააზრება იყო და გლაშას ცივმა ოფლმა დაასხა. ნელა დაუშვა სხეული კუბოში, ტანსაცმელი გაუსწორ, შემდეგ ერთიანად გაეცალა და კუთხეში მიჯდა, მიჯდა და ატირდა. სასოწარკვეთილებას მხოლოდ შიშის გრზნობა უფარავდა. ამ მომენტში მისი გლოვა გაათმაგებულიყო. როდესაც ეგონა, რომ მიწაზე მყარად ედგა ფეხები, ახლა ხედავდა რომ ეს მიწა მთიდან დაშვებული მეწყერი ყოფილიყო. მოულოდნელად რაღაც ფაჩუნი გაიგონა, გლაშამ წამიერად თვალები დაჭყიტა, თითქოს ხმის გამომწვევი მიზეზის მოძებნა უნდოდა, შემდეგ უცბად წამოიჭრა და თავის სკამზე დაჯდა. ძალაგამოცლილისთვის ასეთმა მარდმა მოძრაობამ ძლიერი თავბრუსხვევა გამოიწვია. ამას გულისრევის მსუბუქი გრძნობა დაერთო თან. გლაშამ ძლივს შეიმაგრა სკამზე თავი. ფიზიკური და მენტალური ცვეთა ყველაზე უდროო დროს დაეტყო. მალე ოთახში დედამისი შემოვიდა. ქვრივმა ეჭვის თვალი შეავლო, ვერ გაეგო ისიც მოსყიდული ჰყავდათ თუ არა, მაგრამ მალევე ცრემლები გადმოყარა. მნიშვნელობა არ ჰქონდა მოისყიდეს, თუ არა, მთავარია არავის გაეგო გლაშამ, რომ იცოდა. სანამ ეს ფაქტი საიდუმლოდ დარჩებოდა გლაშასაც არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ სადამდე უნდა გაგრძელებუიყო ასე? ნუთუ ცხოვრების ბოლომდე? ამის გაფიქრებაზე ცრემლების ახალმა ტალღამ იფეთქა. ითახში შემოსული არც შეჩერებულა ისე მივიდა და გულში ჩაიკრა მომტირალი. აქამდე უთვალავად ნაგრძნობი ეს ჩახუტება, გლაშასთვის, ასეთი ცივი არასდროს ყოფილა. იმ გარემოში, სადაც ის თანაგრძნობასა და დაცულობას გრძნობდა ახლა დაძაბულობას და საფრთხეს დაესადგურებინა. ის გული, რომელიც ეგონა რომ მისთვის ცემდა ახლა არ იცოდა რით იყო სავსე.

- ჩუ, ჩუ დედიკო, იტირე, იტირე, დაიცალე გრძნობებისგან. ვიცი დღევანდელი დღე ყველაზე მძიმე შენთვისაა, მაგრამ მედგრად უნდა იდგე. მიშოს ამ დღის შემდეგ შენი ცრემლი არ უნდა დაანახო.

ამის თქმა იყო და გლაშას ჟრუანტელმა მეორედ დაუარა. მიშოზე არც უფრიქრი. რა უნდა ექნა? ბავშვს რა ეშველებოდა?! ისე სასველი რა ჰქონდა რო?! მან არც არაფერი იცოდა და ვერც ვერაფერს ხვდებოდა. მთავარი იყო მამასთან ერთად დედაც არ დაეკარგა. მერე ნამდვილად დაიღუპებოდა.

ბოლო გზაზე გააცილეს გივი. თვალცრემლიანმა გლაშამ მზერით ჩააცილა მიწაში. იმ დრომდე იდგა გაუნძრევლად სანამ დედამისმა არ უთხრა წავიდეთო. მოზლუქუნე ბრბოს ჩუმად გაჰყვა გლაშაც. ცრემლები ახრჩობდა, დარდი გარე სამყაროსადმი უფრძნობს ხდიდა, მოგონებები აბრმავებდა და აყრუებდა, მაგრამ დედის სიტყვები არ აძლევდა საშუალებას რომ ამ ყველაფერს გარეთ გამოეღწია. გარედან მიუვალ სალ კლდეს გავდა, მაგრამ ამ კლდეს პლასტელინის გული ჰქონდა. ასე გაატარა სამი წელი. მუდმივ შიშში მცხოვრები მიეჩვია თავისი გრძნობების მხოლოდ თავისი თავისთვის განდობას. დღისით მისი ხასიათი თბილი და რბილი იყო, მაგრამ ღამე იღვიძებდნენ დემონები. იმ უბედური დღის შემდეგ უძილობა დასჩემდა. თავის ლოგინს ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა, მაგრამ იმის შიშით რომ არავის არაფერი შეემჩნია თავს იკატუნებდა. ხელის მცირედი შეხებაც კი საწოლის მეორე ნახევარზე მასში ისეთ გრძნობას ტოვებდა თითქოს ათასი ნემსი გაუტარეს სხეულში. უძილობის და დარდის წამალს ალკოჰოლში ხედავდა. სხვავდა იქამდე სანამ არ გაითიშებოდა. პირველად სასმელი კომოდიდან „მოიპარა". ფეხაკრეფით მიეპარა, ქურდული სიდინჯით და სიჩუმით გადმოიღო „ხრუსტალის" დოქი, ყავის ჭიქაში დაისხა სასმელი, ნაკლული დოქი კი, წყლით შეავსო. დოზა იმ ღამისთვის საკმარისი გამოდგა. იცოდა რომ ეს ხრიკი ერთჯერადი იყო, ამიტომ მეორე ღამისთვის ვითომ მარკეტში საყიდლებზე შესულმა ჩუმად პატარა კონიაკიც იყიდა. ჩანთაში დამალული ბოთლი თავის ოთახში შესულმა ლოგინის ქვეშ საგულდაგულოდ დამალა. მეორე დილით კი ჩუმად გადააგდო ნაგავთან ერთად, რა თქმა უნდა სახლის ნაგავში არევა არც უფიქრია, შემოწმებისას რომ ვერაფერი გაეგოთ.

ნელ-ნელა ტკბილი ზილისთვის საჭირო დოზა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მეორე დღისით ადრე გაღვიძება უფრო ძნელი და ძნელი ხდებოდა. მესამე წლის თავზე სასაფლაოდან ჩამოსულმა გლაშამ პატარა სუფრა გაშალა გივის მოსაგონებლად, შემდეგ სტუმრებ გააცილა და თავის ოთახში შეიკეტა. საწოლის ქვეშიდან არყის ბოღლი ამოიღო, მაგრამ იმის მაგივრად რომ ბოლომდე გამოეცალა, მხოლოდ ცოტა მოსვა. თავს გამოთრობის უფლება მხოლოდ იმის გამო არ მისცა, რადგან დღეს გონების სრული გამჭრიახობა დასჭირდებოდა. თვალები მოხუჭა და თავი მოიმძინარა. ასე იწვა სამი საათის შესრულებამდე. როდესაც დათქმული დრო შესრულდა, საწოლიდან წამოდგა, ქვეშაგების შუიდან ქაღალდები ამოიღო ა ლოგინი გაასწორა და ბალიშზე დააწყო. კარადიდან წინასწარ მომზადებული პატარა ჩანთა გამოიღო, უკანა გასასვლელიდან გავიდა და სივნელეში გაუჩინარდა.

მეორე დილით აფორიაქებული დეიდები მივარდნენ გლაშას სახლში. კითხვებზე პასუხად სავარძელში ჩასვენებულმა ფერდაკარგულმა მიშიკომ წერილი გაუწორდა.

„დედი ძალიან მიყვარხარ. აი უკვე მესამე წელი შესრულდა რაც მამაშენი აღარ არის. ძალიან მიყვარდა და უმისოდ გატარებული ყოველი წამი ტანჯვად არის ქცეული. თუ ამ წერილს კითხულობ დღეს საღამოს სავახშმოდ არ მელოდო. შენ უკვე თვრამეტ წელს გადააბიჯე, ჩემი და მამაშენის სასახელო ბიჭი ხარ. მთელ ჩვენ ქონებას შენ გიტოვებ, ვიცი ჭკვიანურად მოიხმარ. მე კი იქ მსურს დავამთავრო ყელაფერი სადაც მე და მამაშენს ხშირად გვიყვარდა ყოფნა.

მიყვარხარ ჩემო ბიჭუნა."

ამის წაკითხვისას ორივე დეიდას გული იქვე ცუდად გაუხდათ. ტრაგედიის სიმძიმის ქვეშ მოყოლილებმა არ იცოდნენ რა ექნათ.

პოლიცია სამი დღე ეძებდა მტკვრის სანაპიროზე გვამს, მაგრამ ბოლოს უკვალოდ დაკარგულად გამოაცხადეს. გლაშას სახელზე მყოფი ყველანაირი ქონება მიშოზე გადააფორმეს. ძებნის ღამეები მიშომ დედის ოთახში გაატარა, მის ბალიშს ეხუტებოდა.

-   

Bạn đang đọc truyện trên: AzTruyen.Top

Tags: #sad